|
2026-06-09 23:22:47, 3453 ნახვა
ეკონომიკა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების, იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ერთხმად, 72 ხმით იქნა მიღებული. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) და იმპორტის გადასახადისგან, თუმცა ეს გათავისუფლება აქციზის გადასახადს არ ეხება. კანონპროექტის ავტორების თქმით, ეს სიტუაცია მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლისთვის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ ქონება უკვე სახელმწიფო საკუთრებაშია, სახელმწიფო ვალდებულია იმპორტისას გადაიხადოს აქციზის გადასახადი. შედეგად, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობისა და ნეიტრალიტეტის პრინციპები. სახელმწიფო იძულებულია, საკუთარ აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები აიღოს, რაც ეკონომიკურად აზრს მოკლებულია და დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას მოითხოვს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)