15:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 16:15:40, 633 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ქართულ- ამერიკულ სწავლებაზე, მინისტრთა კაბინეტის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით, კონკურენტი პარტიების ლიდერების მხრიდან კრიტიკული განცხადებები არ გაუკვირდებოდა.

პთუმცა,რემიერის შეფასებით, მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან გაკეთებული ასეთი განცხადებები მიუღებელი და უადგილოა.

„მინისტრთა კაბინეტში ხელმძღვანელია პრემიერი და მას სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, ამა თუ იმ წევრს ამა თუ იმ განცხადების თაობაზე მიუთითოს. ამ საკითხზე ატეხილი უაზრო აჟიოტაჟი უადგილოა და ეს უადგილო განცხადებები აზრს მოკლებულია. არ გამიკვირდებოდა ასეთი განცხადებები ჩვენი კონკურენტი, პარტნიორი პარტიების ლიდერებისგან, მაგრამ მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ასეთი განცხადებები მიუღებელი და უადგილოა. პრემიერ-მინისტრი სრულად აკონტროლებს ამ სიტუაციას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics