17:11 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-10 15:58:52, 264 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო

სოციალურ მედიაში გამოჩნდა თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის (@industrial_heritage_tbilisi) პოსტები ნავთლუღის ტერიტორიაზე მდებარე, ყოფილი #5 წისქვილკომბინანტის, ე.წ. სილოს დემონტაჟის შესახებ. 

თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის გუნდი წინააღმდეგობას უწევს ისტორიული შენობის ნგრევას. მათი ინფორმაციით, ამჟამად მონუმენტი კერძო მფლობელობაშია და მის ადგილას 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება. ინფორმაციას აშუქებს მაუწყებელიც. 

თბილისის საბჭოთა არქიტექტურის სამაგალითო მონუმენტის დემონტაჟის საწინააღმდეგოდ პეტიცია შეიქმნა, რომელსაც 300 არქიტექტორი, ინჟინერი, დიზაინერი და მოქალაქე აწერს ხელს. ისინი იზიარებენ პოზიციას, რომ საჭიროა მსგავსი ნაგებობების შენახვა და მათთვის ახალი ფუნქციის მინიჭების მიზნით პროექტების გამოცხადება. 

“სილო თბილისის ინდუსტრიული წარსულის ერთგვარი სიმბოლოა, რომლის დავიწყებაც ქალაქის ისტორიის დავიწყებას ნიშნავს. სილოს ადგილას, ამჟამად დაგეგმილი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა წაშლის ისტორიულ კვალს და შექმნის მორიგ ჩაკეტილ სივრცეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო განვითარებასთან და მხოლოდ ერთეული მესაკუთრის მოგებას ემსახურება. შენობის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შედგეს ღია პროფესიული და საზოგადოებრივი დისკუსია. აუცილებელია ჩატარდეს არქიტექტურული კონკურსი და პროფესიულ საზოგადოებას მიეცეს საშუალება წარადგინონ ადგილის საუკეთესო განვითარების ვერსიები”, - წერს @insdustrial_heritage_tbilisi საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე. 

იმისათვის რომ შენობის სამომავლო პოტენციალსა და მის ისტორიულ და უნიკალურ მნიშვნელობაზე ყურადღება გამახვილდეს, თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობის გუნდი მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი შენობების მაგალითებზე წერს, რომლებიც ახალი დანიშნულებებით თავიანთი ქალაქების ურბანული სივრცის სრულფუნქციური ნაწილებია. მათ შორის დასახელდნენ რიკარდო ბოფილის THE FACTORY ესპანეთში, ბორდოს Bacalan Block საფრანგეთში, Herzog & de Meuron-ის 433 MKM მუზეუმი გერმანიაში და სხვები. 

შენობის ახალი ფუნქციის მინიჭებაში 2025 წელს ინტერესი გამოიჩინეს სხვადასხვა კომპანიებმა. მათ შორის იყო პლატფორმა Lina Community-ს პროექტი. Lina Community-ს წევრები ევროკავშირის დაფინანსებით სხვადასხვა ქალაქებში ისტორიული და გამორჩეული შენობების რეგენერაციაზე მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics