|
2026-03-05 13:11:43, 2191 ნახვა
პოლიტიკა
„ოპოზიციის ალიანსი“ - კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას
დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა - რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, „რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას“. „გუშინ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმის არალეგიტიმურად მიჩნევის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება. დიქტატორი ივანიშვილი საკუთარი ლეგიტიმაციის არაღიარებისთვის პატიმრობით სჯის იმ ხალხს, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროა. მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ ის ხელისუფლება დგამს, რომელმაც იცის, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მან უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და კონსტიტუციას. სწორედ მოღალატეობრივ პოლიტიკაზე საზოგადოების სამართლიანი რეაქციის გასანეიტრალებლად სჭირდებათ მსგავსი დრაკონული კანონები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს აუქმებს. თუმცა ამავდროულად, რეჟიმი თავადვე ააშკარავებს საკუთარი მარცხის წინაპირობას: მას ყველაზე მეტად ხალხის არაღიარების ეშინია. ოპოზიციის ალიანსი კიდევ ერთხელ ვადასტურებთ გამარჯვების შეთანხმებულ სტრატეგიას: არ ვაღიარებთ ამ რეჟიმის ლეგიტიმურობას და ერთობლივად ვმუშაობთ არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანას ეყოლება დემოკრატიული, კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გააუქმებს ყველა რეპრესიულ კანონს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)