12:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-18 11:40:44, 273 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას "პრობლემური განცხადება უწოდა - არა ჩვენთვის [ქართული ოცნებისთვის], არამედ თავისთვის".

"მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი - ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. [...] პრობლემური განცხადება, ასე ვიტყოდი, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემური - თავისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია. 

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან წერს, რომ „ამიერიდან მასსა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას ეკისრება“.

„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემსა და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას".

წერილში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, ნათქვამია, რომ შესაძლოა, მას კორუფციის ბრალდებები წარუდგინონ, რაზე რეაგირების 2 ვარიანტი არსებობს: ან სასამართლოს გზით ბრძოლა, ან აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში კი „არ უნდა ეცადოს პოლიტიკაში დაბრუნებას“.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics