|
2025-05-17 16:23:20, 1805 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა. ამ წუთებში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლის აღავლენს. მსვლელობაში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სხვა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მანამდე კი ამ დღის აღსანიშნავად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მცირე პარაკლისი აღავლინა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით შესრულდა მსვლელობა. ინფორმაციისთვის, თბილისის გარდა, მსვლელობა სხვადასხვა ეპარქიაში ჩატარდა. ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)