|
2025-02-04 17:00:27, 450 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - თანხები იხარჯებოდა პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების მობილიზებისთვის
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გაცილებით უფრო დიდი რესურსით ხორციელდებოდა და გულისხმობდა არა მხოლოდ პარტიების დახმარებას, არამედ აგრესიული რესურსის მობილიზებას. „უნდა წავიკითხოთ, რისთვისაც იყო გამოყოფილი უშველებელი თანხა და არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული, რათა ვციტირებ: „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზება მოხდეს არჩევნების წინა პერიოდის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ანუ პირდაპირ მითითებულია ამ თანხის დანიშნულება, შეიქმნას გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეულ ვითარებაში აგრესიულ მოქმედებებზე გადავლენ. ფაქტია, ვიხილეთ ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის ამ მიზნით ხარჯვა, ამას არც არავინ მალავდა, პირდაპირ იყო ჩაწერილი ხარჯების დახასიათებაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, გარკვეული პოზიტიური პროექტების მიღმა გაცილებით უფრო დიდი რესურსით ხორციელდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. არა მარტო ჩართვა ოპოზიციური პარტიების დახმარების თვალსაზრისით, არამედ აგრესიული რესურსის მობილიზება, რომ გარკვეული პოლიტიკური პოზიცია ყოფილიყო მხარდაჭერილი და წახალისებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)