16:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 11:39:02, 378 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა

როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ეხმაურება და წერს, რომ „პოლიციელი გმირია“.

„ჩემი პატივისცემა ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს და სამართალდამცავს.

2008 წელს ეს ბიჭები ჩვენს ქვეყანას რომ იცავდნენ, თქვენ სად გარბოდით, ლაჩრებო?!

გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი - როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა“,- წერს წილოსანი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და „დროას“ ოფისებში პოლიცია შევიდა.

გუშინვე იყო დაკავებების სერიაც, მათ შორის პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics