11:58 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:17:27, 625 ნახვა

სამართალი
2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მასურაშვილის დედა მსჯავრდებულის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებას აპროტესტებს

2011 წლის 26 მაისს გარდაცვლილი ვლადიმერ მასურაშვილის დედა პარლამენტს მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის საყოველთაო ამნისტიით გამოშვებას აპროტესტებს.

გარდაცვლილის დედამ დღეს სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანა და მოითხოვს დამნაშავემ პასუხი კანონის სრული სიმკაცრით აგოს.

"ჩემი შვილის მკვლელი, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ამით ჩემი მორალური, ზნეობრივი და კანონიერი უფლება დაირღვა. შვილი მეორედ მომიკლეს, ამიტომ მე მთავრობას, პარლამენტს ვუჩივი. მკვლელი ამნისტიით გამოსაშვები არ არის", - განაცხადა მასურაშვილის დედამ, ანა აზნაურაშვილმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ მასურაშვილს 2011 წლის  26 მაისს ნინო ბურჯანაძის ექსკორტის მანქანა შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარში დამნაშავედ 1 პირი ალექსანდრე ბიბილური ცნეს, რომელსაც 8 წლით და 6 თვით თავისუფების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მან გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით საყოველთაო ამინისტიის შედეგად წელიწადნახევარში დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics