11:59 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 16:46:07, 714 ნახვა

სამართალი
კახა კოჟორიძის შეფასებით, იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოს  სასწრაფო და ძირეული რეფორმები სჭირდება.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს მოსამართლის, სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში. ის, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი და დროული, სწორი გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ძირეული რეფორმირება ამ ორგანოს. ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს. მაგალითად, რეფორმას, რომელიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების  საშუალებას - მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის პროცესში, როგორიც აქამდე მიიღეს.

მათ მოსამართლეთა შერჩევა - დანიშვნის კრიტერიუმები  დაარღვიეს და იმედი გვაქვს, რომ როცა კანონის დონეზე გაიწერება ეს კრიტერიუმები,  კანონს ვეღარ დააღვევენ.

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას რა წესითაც გუშინ მოხდა სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლება.

მე არ ვიცი რამდენად საფუძვლიანია მამუკა ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი რომ ყველა მათგანი, რომ ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო“ - აღნიშნა კოჟორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics