|
2016-02-23 14:20:14, 779 ნახვა
სამართალი
ახვლედიანი: გამოცდების პერიოდში კომპიუტერებში ინტერნეტი იყო ჩართული და ზოგიერთი გამოსაცდელი საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით სარგებლობდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ინფორმაციით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობისას კომპიუტერებში ინტერნეტი იყო ჩართული და გამოცდის ზოგიერთი მონაწილე საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით სარგებლობდა. ახვლედიანის თქმით, ეს კანონდარღვევაა. „ჩემთვის ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს აქვს მიღებული მონაწილეობა იმ გამოცდებში. ზოგმა პირველი ეტაპი გაიარა, ზოგმა მეორეც, მათ გარკვეული ურთიერთობები აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან. მაგალითისთვის გეტვით, გამოცდების პერიოდში კომპიუტერებში ინტერნეტი იყო ჩართული და ზოგიერთი გამომცდელი საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით სარგებლობდა, რაც კანონის დარღვევაა. ჩემი ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანი გაძევებულიც კი არის გამოცდიდან. იქნებ პირდაპირ მიწერ-მოწერაც ჰქონდა ვინმეს და ფლეშკის გამოყენებით გადაწერა ეს ყველაფერი. როგორ გამოიკვლია იუსტიიცის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ეს ყველაფერი, აიტი სპეციალისტი ჩართო ამ პროცესში თუ საბჭოს რომელიმე წევრია ამის სპეციალისტი, ეს ჩემთვის ბუნდოვანია“, - განაცხადა ახვლედიანმა. კითხვაზე შიდა მოკვლევა, ვინმეს დანაშაულის დაფარვის მიზნით ხომ არ დაიწყო, ახვლედიანმა ასე უპასუხა: „რა თქმა უნდა, კიდევ უფრო შორს წავალ, არა მარტო დაფარვის, არამედ შესაძლებელია რაღაც გარკვეული ჯგუფი, მეორე ჯგუფს, ან კონკრეტულ ადამიანს აშანტაჟებდა კიდეც ამის გამო და მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას სთხოვდა. არც ამას გამოვრიცხავ, ესეც მოსაზრებაა. განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. მამუკა ახვლედიანი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების გამჟღავნების თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიერ წარმოებული მოკვლევის მასალებს ეჭვქვეშ აყენებს.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)