|
2024-09-10 17:46:41, 437 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს
მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვას - თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? - ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: "მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან",- აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან საუბრისას "ქართულ ქარტიაზეც" გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ქარტია ევროკავშირის მიერ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში საქართველოსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, წარდგენილ ევროპულ რეკომენდაციებს ეფუძნება. "რეკომენდაციები, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ზოგადად, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, "საარჩევნო კოდექსის“ რეფორმას. ის ითვალისწინებს ბოლო წლებში მიღებული ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან დაახლოებას, უგულებელყოფს "საქართველოს კონსტიტუციის“ 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. იდეა ისაა, რომ მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლებელი იყოს ევროკავშირისათვის იმის ჩვენება, რაც გაკეთდა, რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, რათა მივიღოთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნის უფლება",- განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს "პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის". "ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ "ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან",- ამბობს ზურაბიშვილი, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)