|
2024-09-05 09:14:20, 446 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა ხალხის წინააღმდეგ - ქმედებები ცხადყოფს, არჩევნებში მისი მარცხი გარდაუვალია
ეს არის ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ბრძოლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ, რაც ვიხილეთ მათ შორის “რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების დროს ის ძალადობა, საზოგადოების დაყოფის, დახლეჩის მცდელობა, ისევ ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რეალურად ბრძოლა ჩვენს ევროპულ მომავალთან,- ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას. ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ “ივანიშვილმა რაც არ უნდა საზოგადოების დაყოფა და დახლეჩა გადაწყვიტოს, ჩვენ როგორც საზოგადოება ვუპასუხებთ ერთიანობით, სიმშვიდით, სიმტკიცით და აუცილებლად ჩვენი ერთიანობით მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც აუცილებელია თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის. “ნაციონალურ მოძრაობას” ტრადიციულად ჰქონდა ყოველთვის ძალიან მყარი პოზიციები და აქვს გლდანში. ეს დიდწილად არის ირაკლი ეძგვერაძის დამსახურება და ირაკლი ნადირაძის, რომელიც არის თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე და ძალიან აქტიურად არის ჩართული მთელი თბილისის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ამიტომ ეს ანგარიშსწორება, ძალადობა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს საერთო საქმეში, რომელიც არამხოლოდ დიდ წარმატებას მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც დაიღალნენ ქაოსით, რომელსაც მუდმივად თესავს ხელისუფლება და რომელსაც სურს ცვლილებები. “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად იქნება ცვლილებების ავანგარდში და ჩვენ ერთიანობით მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. გარდაუვალია ხელისუფლების დამარცხება და ვფიქრობ, რომ ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო ცხადყოფს იმ გარდაუვალ მარცხს, რომელიც ივანიშვილს ელოდება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე. ჩვენ არჩევანი გვაქვს ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეს შორის, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)