02:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-30 16:17:46, 540 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - თუ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის შეჩერების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ამ კანონს ხალხი 26 ოქტომბერს გააუქმებს

თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით  გააუქმებს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე საუბრისას განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ მკაფიო არჩევანი - "დადგნენ ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე".

"საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით მათ უთხრეს არა რუსულ კანონს და კი ევროპას! ახლა ჯერი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზეა და თითოეულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიო არჩევანი - დადგნენ ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან ივანიშვილის სურვილისამებრ დაასამაროს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ „თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონსთავისი არჩევანით  გააუქმებს ქართველი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ,





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics