18:18 - 23 Jun, 2026
|
2024-08-16 14:17:59, 506 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა
ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც მის წინაშე არსებობს. „ამ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, ჩვენ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე კონტროლი გავაძლიერეთ. მეტიც, ჩვენ იქ ჩვენი არმიის დანაყოფები გავიყვანეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 10 აგვისტოს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე უკრაინულმა დრონებმა დაარღვიეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)