19:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 20:21:40, 498 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - შეგვიძლია შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ

გვჭირდება სტაბილურობა, პირველი ვადისას ვაჩვენე, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერ ევროპას, შეგვიძლია, შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ლაიენმა აღნიშნა, ევროპარლამენტში, თანამოაზრეებთან ერთად, ლიბერალური უმრავლესობის ფორმირებას შეეცდება.

„ამ ტურბულენტურ დროში ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. ჩვენ გვჭირდება ანგარიშვალდებულება და უწყვეტობა. ჩემი პირველი ვადის განმავლობაში ვაჩვენე, რისი მიღწევა შეუძლია ძლიერ ევროპას. ჩემი მიზანია, გავაგრძელო ეს გზა მათთან, ვინც არის პროევროპელი, პროუკრაინელი და კანონის უზენაესობის მომხრე. ჩვენ ერთად შევქმნით და შეგვიძლია, შევქმნათ ბასტიონი უკიდურესი მემარცხენეების და მემარჯვენეების წინააღმდეგ. და ეს აუცილებელია, რადგან გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

მხოლოდ მოკლედ გამოვყოფ საკითხებს: რუსული აგრესიული ომიდან კლიმატის ცვლილების ან ხელოვნური ინტელექტის შესაძლო შედეგებამდე; წელს არჩევნებია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში - აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ამ ყველაფრისთვის და კიდევ ბევრისთვის, ჩვენ გვჭირდება ხილული ევროპა. ჩვენ გვინდა ამ ევროპის წინსვლა. და ეს სამუშაო დღეს, არჩევნების მეორე დღეს იწყება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics