19:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-09 09:05:17, 473 ნახვა

მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით პოლონეთის მოქალაქე დააკავეს

მამაკაცი, რომელიც კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხა დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს, 39 წლის პოლონეთის მოქალაქე იყო. სასამართლომ ის 12 დღით დააკავა. ამის შესახებ დანიური გამოცემა Ekstra Bladet იტყობინება.

სასამართლოზე მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ იცოდა ვის დაარტყა. თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

Ekstra Bladet-ის თანახმად, პოლონელი არ ლაპარაკობს და არც ესმის დანიური. დაკავების დროს ის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.

ფრედერიკსენის ოფისში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა მცირე დაზიანება მიიღო, მაგრამ ინციდენტით შოკირებულია. შაბათის ყველა ღონისძიება მთავრობის მეთაურის მონაწილეობით გაუქმდა.

BBC აღნიშნავს, რომ თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ღონისძიებაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ისევე როგორც დანიელმა პოლიტიკოსებმა - ფრედერიკსენის მხარდამჭერებმაც და კრიტიკოსებმა - დაგმეს პრემიერ მინისტრზე თავდასხმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics