19:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 16:38:21, 352 ნახვა

საზოგადოება
გომელაური თურქეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარეს, ჰულუსი აქარის შეხვდა.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებით.

„ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულია აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყოველთვის მზადაა თურქულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics