18:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 12:48:13, 761 ნახვა

საზოგადოება
გლდანის გამგეობამ სკოლის მოსწავლეებისთვის „რა? სად?როდის?“ ჩაატარა

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში" ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაიმართა. 

გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, მასში რაიონის 23 სკოლა ჩაერთო, ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი კი, N136 სკოლის გუნდმა მოიპოვა; მეორე ადგილის მფლობელი N115 სკოლა გახდა, ხოლო მესამე ადგილი N59 სკოლამ დაიკავა. 

"ღონისძიება ახალგაზრდებში განათლების მიღების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებას ისახავდა მიზნად. ინტელექტუალურ თამაშში "რა ?სად? როდის?" გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დაესწრო",- ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics