19:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 16:31:11, 674 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იტალიის თავდაცვის ძალების მეთაური, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე იმყოფება. იტალიელ ადმირალს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ჩიქოვანმა იტალიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, იტალიის, როგორც მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის როლი აღნიშნა. 

ადმირალ ჯუზეპე კავო დრაგონეს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, ქართველმა და იტალიელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც გენერალური შტაბისა და იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მხარეებმა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. 

ვიზიტის დასასრულს, იტალიის თავდაცვის ძალების მეთაურმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics