09:48 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 21:53:45, 876 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე მამალაძე - 7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა, დეკანოზი გიორგი თავისუფალია

ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე ავრცელებს.

როგორც თორნიკე მამალაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს დეკანოზი გიორგი.

ხოლო, ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ დეკანოზი პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია", - წერს თორნიკე მამალაძე.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად  "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" ედებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics