12:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 22:47:00, 732 ნახვა

მსოფლიო
ბენი განცი - მძევლების გათავისუფლების შემთხვევაშიც კი, ისრაელი ღაზას „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს

მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ღაზას სექტორის „ჰამასისგან“ გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.

განცის თქმით, ისრაელი ახორციელებს ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ძალისხმევას, რათა მძევლები სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

„მაშინაც კი, თუ მძევლების გასათავისუფლებლად ცეცხლის შეწყვეტა იქნება საჭირო, ომი არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს“, - განაცხადა განცმა.

ცნობისთვის, ისრაელის ინფორმაციით, ორგანიზაცია „ჰამასის“ ტყვეობაში სულ 240 მძევალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics