16:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 14:05:28, 718 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე „ოცნებაზე“ - ბოლოს იქამდე მივა, რომ მკვლელობას თავად გარდაცვლილს დააბრალებს

„ერთმა „ქოცმა“ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური სპეკულაცია რომ გააკეთა, ჭკუა, რომ ჰქონდეს, მეორემ არ უნდა გაიმეოროს. ამ განცხადებით რა გამოდის, რომ ოკუპაციაზე და ტრაგედიაზე ტოლობას ვსვამთ, - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტს.

მანჯგალაძის თქმით, საბოლოოდ "ქართული ცონება" იქამდე მივა, რომ მკვლელობას თავად მოკლულსაც დააბრალებს. 

„ერთმა „ქოცმა“ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური სპეკულაცია რომ გააკეთა, ჭკუა, რომ ჰქონდეს, მეორემ არ უნდა გაიმეოროს. ამ განცხადებით რა გამოდის, რომ ოკუპაციაზე და ტრაგედიაზე ტოლობას ვსვამთ. თურმე, მარტო ოკუპანტის ბრალი კი არ ყოფილა, წინა ხელისუფლების ანუ საქართველოს ბრალიც ყოფილა ოკუპაცია და ბოლოს იქამდე მივა ეს, რომ თურმე, გარდაცვლილის ბრალიც აღმოჩნდება, რომ რუსებმა მოკლეს. არ გააგრძელოთ ეს ლოგიკა. ყველას ვურჩევ, რომ ასეთმა ტრაგედიებმა მაინც მოგვცეს იმ მასშტაბის ღირსება, რომ ასეთი დღეები და ტრაგედიები პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ გამოვიყენოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და გატაცების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics