16:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 12:24:26, 670 ნახვა

მსოფლიო
პალესტინის ჯანდაცვა - ალ-შიფას საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოსთან, სასწრაფო დახმარების ავტომობილზე ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა სასწრაფო დახმარების იმ ავტოკოლონაზე მიიტანა იერიში, რომლითაც ალ-შიფას საავადმყოფოდან დაშავებულები რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უნდა გადაეყვანათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ნოემბერს ღაზას მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან სასწრაფო დახმარების ავტომობილზე თავდასხმა მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა აიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics