|
2023-06-30 12:52:11, 848 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების პაკეტი, განსახილველად, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალი კანონპროექტის მთავარი მიზანი პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვაა და ყველა რესურსი, რომელიც მარეგულირებელს, ჯანდაცვის სისტემას თუ თავად სექტორს გააჩნია, სწორედ პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისკენ უნდა იყოს მიმართული. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონპროექტი, ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის წინაშე არსებული რისკების დასაზღვევად. "დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება - საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტო შევა სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს. დღეს, მარეგულირებელს, პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია (სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის განსაზღვრულია 72 საათი), რა დროსაც, შეტყობინებას სამედიცინო დაწესებულებაც იღებს. შესაბამისად, იქმნება დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება. კანონში ჩნდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმი, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღეს, რეგულირების სააგენტოს, არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია. გარდა ამისა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა აღსასრულებლად მიემართება დაუყოვნებლივ, ხოლო პროგრამული თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სადავო თანხა დაკავდება, სასამართლოში დავის პერიოდში",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)