18:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 16:32:41, 1622 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, NATO ბირთვულ ომს უნდა ელოდოს

რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, NATO ბირთვულ ომს უნდა ელოდოს,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, NATO-სა და სხვა თავდაცვის ძალების ლიდერებმა, რომლებიც 20 იანვარს გერმანიაში რამშტეინის საჰაერო ბაზაზე შეხვდებიან, განიხილავენ სტრატეგიასა და მხარს დაუჭერენ დასავლეთის მცდელობას, დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში, მათი პოლიტიკის რისკებზე უნდა იფიქრონ.

„ატომური იარაღის მფლობელის დამარცხებამ ომში შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს.

ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, რომლებზეც მათი ბედი იყო დამოკიდებული“, - განაცხადა მედვედევმა.

აღსანიშნავია, რომ მედვედევის განცხადებას მხარი კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაუჭირა და განაცხადა, რომ ისინი სრულად შეესაბამება მოსკოვის პრინციპებს.

ამასთან, როგორც კრემლში აღნიშნავენ, მოსკოვის დოქტრინა იძლევა ბირთვული თავდასხმის საშუალებას "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღით აგრესიის შემდეგ, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics