19:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 11:35:39, 1595 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ჩულაკოვკასთან ოკუპანტების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლებულ პუნქტთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათი ცნობით, თავდასხმის შედეგადაც რუსების 500-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

„31 დეკემბერს, ხერსონის ოლქის ჩულაკოვკას დასახლების მიმდებარედ, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და სამხედრო აღჭურვილობაზე იერიში მიიტანეს. მტრის დანაკარგებმა 500-მდე დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცი შეადგინა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 1-ელ იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედოროვკას დასახლების ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს რუს სამხედროებს. მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics