23:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 09:06:51, 1381 ნახვა

მსოფლიო
იტალია 2023 წელს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას გააგრძელებს

იტალიის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდება 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნულ ინფორმაციას La Reppublica ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეზოლუცია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს - მას მხარი 143-მა სენატორმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ომის დასრულების ნიშნები არ ჩანს.

პარლამენტის ზედა პალატის წევრებმა, უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების თაობაზე,  ოპოზიციური პარტიების კიდევ ორი ​​რეზოლუცია დაამტკიცეს.

ამასთან, სენატორებმა, რეზოლუციას უკრაინელი სამხედროებისთვის იარაღის გადაცემის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics