01:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 18:37:17, 1139 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ბირთვული მუქარის გამო პუტინთან შეხვედრა გააუქმა - Bloomberg

ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გააუქმა ყოველწლიური პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც დეკემბერში იყო დაგეგმილი, იტყობინება Bloomberg ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით. ტრადიციული რუსულ-ინდოეთის სამიტი არ გაიმართება.

სააგენტოს ცნობით, მოდიმ ეს გადაწყვეტილება ომისა და რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხეების გამო მიიღო. ამასთან, სამიტი 2000-იანი წლებიდან იმართება და ის მხოლოდ ერთხელ გაუქმდა - 2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო.

ბლუმბერგი ამტკიცებს, რომ შეხვედრის გაუქმება არ ნიშნავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესებას, მაგრამ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, წყაროების მიხედვით, ახლა მსგავსი კონტაქტებიდან სარგებელს ვერ ხედავს.

ის, რომ ინდოეთი უარს იტყოდა შეხვედრაზე, ეს უკვე აშკარა იყო SCO-ს სამიტის შემდეგ სამარკანდში, რომელიც სექტემბერში გაიმართა. შემდეგ მოდიმ პუტინს მშვიდობისა და დიპლომატიისკენ მოუწოდა და თქვა, რომ „ამჟამინდელი ეპოქა არ არის ომების ეპოქა“. უზბეკეთის სამიტზე პუტინს, რომელიც რეგულარულად აგვიანებს მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებზე, თანამოსაუბრეებს თავად უნდა დაელოდებინა. კამერების წინ ის ინდოეთის, თურქეთის, ყირგიზეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს ელოდა.

ნოემბერში Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სანქციების გამო რუსეთმა ინდოეთს თვითმფრინავების, მანქანებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილების დახმარება სთხოვა. მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ გადაცემული სიაში 500-ზე მეტი ნივთი იყო. ინდოეთის მთავრობის წყარომ თქვა, რომ სია უჩვეულოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics