01:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 13:28:25, 904 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში დააკავეს 25 პირი, რომლებიც რაიხსტაგში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდნენ

გერმანიამ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 პირი დააკავა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გერმანული წყაროები ამბობენ, რომ ულტრამემარჯვენე და ყოფილი სამხედროების ჯგუფი  პარლამენტის შენობაში, რაიხსტაგში შეჭრას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა.

71 წლის გერმანელი კაცი, რომელსაც პრინც ჰაინრიხ XIII-დ მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, მათ გეგმებში წამყვანი ფიგურა იყო.

ფედერალური პროკურატურის ცნობით, გერმანიის 11 შტატში დაკავებულთა შორის ორი სავარაუდო ლიდერი იყო.

”ჩვენ ჯერ არ გვაქვს ამ ჯგუფის სახელი”, - განაცხადა ფედერალური პროკურატურის სპიკერმა.

შეთქმულთა შორის არიან ექსტრემისტული მოძრაობის Reichsbürger [რაიხის მოქალაქეები] წევრებიც, რომლებიც დიდი ხანია გერმანიის პოლიცია აკვირდებოდა ძალადობრივი თავდასხმებისა და რასისტული შეთქმულების თეორიების გამო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics