16:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 10:08:50, 763 ნახვა

საზოგადოება
ბერლინში „ქართული ღვინის კვირეული" ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ბერლინში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე 10  მცირე მარნის ქართული ღვინოების დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ბარის „საამური" ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ის ღვინოები, რომლებიც, დღეისათვის, გერმანიის ღვინის ბაზარზე არ იყიდება.

კვირეულის ფარგლებში, ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო,  ჩატარდა ლექცია-სემინარი ქართული ღვინის 8000 წლიანი ტრადიციის შესახებ.

ადგილობრივი ღვინის ექსპერტების შეფასებით, თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოს გერმანიის ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია.

ბერლინში გამართული „ქართული ღვინის კვირეული" მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ბუნებრივი ღვინოების მოყვარულთა წრეში, ქვევრის ღვინის მწარმოებლებს დაეხმარება სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში.

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა გერმანიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, 2019 წლიდან, გერმანია წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ღვინის ეროვნული სააგენტო მხარს უჭერს ყველა იმ ღონისძიების ჩატარებას, რომელიც ზრდის ქართლი ღვინის ცნობადობას როგორც გერმანიის, ისე სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics