17:29 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 15:13:33, 257 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის ტექტალანტების მხარდაჭერას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში მომზადებული საქართველოს ნაკრები წელს ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ მე-10 ოლიმპიადაზე (EJOI 2026) იასპარეზებს.

EJOI ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრია 16 წლამდე ასაკის პროგრამისტებისთვის, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილეები ეჯიბრებიან. ოლიმპიადა 24-30 ივლისს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გაიმართება და მასში საქართველოს ნაკრებთან ერთად 24 ქვეყნის ახალგაზრდა ტალანტები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ოთხი ახალგაზრდა პროგრამისტი იასპარეზებს:

  • გიორგი ციბაძე – სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ქუთაისის დაპროგრამების სკოლა AiaSoft.
  • დიმიტრი შენგელია – პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.
  • ნატალია პაპაშვილი – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.
  • რიჩარდ ბარბაქაძე – ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“.

 

მათ საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობის უფლება ჰაბის ფარგლებში ჩატარებულ საკვალიფიკაციო და შესარჩევ ტურებზე ნაჩვენები შედეგების საფუძველზე, მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს. ყველა ეტაპზე მათ მენტორობას ნაკრების ლიდერი, გიორგი მანდარია და თანალიდერი, ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ.

ოლიმპიადის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების წევრებმა სპეციალური ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რთული ალგორითმული ამოცანების ამოხსნასა და სპორტულ პროგრამირებას, რათა საერთაშორისო კონკურენციისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში შეხვდნენ.

თიბისი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში სისტემურად უჭერენ მხარს საქართველოში STEM განათლების განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენას. ჰაბი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მოტივირებული მოსწავლეების გამოვლენას, მათი ცოდნის გაღრმავებასა და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას.

თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ბრენდი განაგრძობს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო შესაძლებლობებს უხსნის და მათ პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics