09:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 09:37:34, 1161 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - არჩევნების დღე კარგი იყო დემოკრატიისთვის

ვფიქრობ, ეს კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის, - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის შუალედურ არჩევნებს.

როგორც თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, შედეგებმა აჩვენა, რომ ამერიკელები კვლავინდებურად იმედგაცრუებული არიან, თუმცა მისი ოპტიმიზმი გამართლდა და ამ დროის შედეგების მიხედვით, "შვებით ამოისუნთქა".

"თავისი არჩევანით, ამერიკელმა ხალხმა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყნის მასშტაბით შტატებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა იყო. არ ვიცით ჯერ ყველა შედეგი. ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ მზად არის "რესპუბლიკელებთან" თანამშრომლობისთვის, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომპრომისზე ვერ წავა.

მისივე თქმით, 2024 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

”ჩვენი განზრახვა არის ხელახლა კენჭისყრა. ეს იყო ჩვენი განზრახვა”, - უთხრა ჟურნალისტებს ბაიდენმა.

ცნობისთვის, კონგრესის შუალედური არჩევნების ამ დროისთვის არსებული შედეგების მიხედვით, "დემოკრატებმა" სენატში 50, ხოლო "რესპუბლიკელებმა" 48 მანდატი მოიპოვეს. რაც შეეხება წამომადგენელთა პალატას, აქ  210 192-ის წინააღმდეგ, "რესპუბლიკელები" ლიდერობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics