16:42 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 17:01:09, 1653 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის

უკრაინა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის,-აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ირანული უპილოტო თვითმფრინავების მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული მასიური ნგრევის, ხალხისთვის მიყენებული სიკვდილისა და ტანჯვის ფონზე უკრაინა ვერ გააგრძელებს დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან.

„ირანული უპილოტო თვითმფრინავების მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული მასიური ნგრევის, ჩვენი ხალხისთვის მიყენებული სიკვდილისა და ტანჯვის ფონზე და იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ირანმა შესაძლოა გააგრძელოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის, პრეზიდენტს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ წინადადებას წარვუდგენ,- განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინას არასოდეს დაუფიქსირებია ანტიირანული პოზიცია.

„მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანი გახდა აგრესიის დანაშაულის მონაწილე, დღეს ჩვენ ძალიან მკაფიო და პატიოსან პოზიციას დავიჭერთ. თუ ირანი შეწყვეტს იარაღის მიწოდებას რუსეთისთვის, ჩვენ ვისაუბრებთ ურთიერთობების აღდგენაზე",- დასძინა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ თავად თეირანი უარყოფს უკრაინის ბრალდებებს კამიკაძე დრონების მიწოდებაში, რომლითაც რუსეთი უტევს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.

კიევზე მორიგი დარტყმის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ ირანული მხარე, სავარაუდოდ, არ აწვდის იარაღს კონფლიქტის მხარეებს.

ამასთან დღეს ასევე  ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics