|
2022-10-07 13:26:35, 1245 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ სერვისები გლოვოს აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
„თიბისის" სერვისებით სარგებლობა აქ, ახლა უკვე Glovo-ს აპლიკაციაშია შესაძლებელი, რაც იმას გულისხმობს, რომ „თიბისის" პროდუქტები Glovo-ს მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. Glovo App-ში ჩაშენებული TBC Services-ის კუთხე მოიცავს სხვადასხვა სივრცეს: 1. „თიბისი" ნაკრები 2. „თიბისი" კონცეპტი 3. „თიბისი" კრედიტი თითოეული სივრცე ემსახურება ბარათისა და საბარათე ნაკრებების გააქტიურებას. ყოველ მათგანს თან ახლავს მომსახურების პირობები: ლიმიტი, მოქმედების ვადა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ. „თიბისის" სერვისების ინტეგრირება Glovo-ს აპლიკაციაში, კიდევ უფრო ზრდის თიბისის მომსახურებაზე წვდომის არეალს. ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს მომხმარებლებისთვის ბრენდის საუკეთესო გამოცდილების შექმნას სერვისებზე, პროდუქტებზე, შეთავაზებებსა და აქციებზე წვდომის უზრუნველყოფით. „თიბისისთვის" მნიშვნელოვანია Glovo-სთან თანამშრომლობა და ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე ერთობლივი ზრუნვა,“ - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, „თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე. „Glovo, როგორც ტექნოლოგიური ლიდერი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, გამუდმებით სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ პროექტებს, რათა მათი ცხოვრება, კიდევ უფრო გაამარტივოს. „თიბისი" ქართულ ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ, Glovo-ს აპლიკაციაში, TBC Services-ის დამატება, მომხმარებლისთვის საბანკო პროდუქტების კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებს ბევრ საინტერესო და რაც მთავარია, საჭირო მომსახურებასა თუ სერვისს შევთავაზებთ,“ - საბა მჭედლიშვილი, Glovo-ს ფინანსური დირექტორი. აღსანიშნავია, რომ „თიბისის" მომხმარებლებს გლოვოს აპლიკაციაში მუდმივად დახვდებათ სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები, წამახალისებელი აქტივობები და საერთო მარკეტინგული პროექტები. ამ მიმართულებით უკვე 2 კამპანია წარმატებით განხორციელდა და უახლოეს მომავალში მომხმარებლები აპლიკაციაში ახალ შეთავაზებებს იხილავენ. „თიბისისთვი" მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება და თანამედროვე ტენდენციები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. „თიბისი", არსებობის 30 წლის მანძილზე, მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, დამფინანსებელი, მხარდამჭერი და თანამოაზრე გახდა, რომელიც გაციფრულებასა და ტექნოლოგიურ განვითარებას ემსახურება. ამ საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანდნენ თიბისი და Glovo და ახლა უკვე, „თიბისის" სერვისები მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მულტი კატეგორიული მიწოდების პლატფორმა - Glovo App-ში გახდა ხელმისაწვდომი.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)