|
2022-10-04 17:03:35, 1823 ნახვა
რეგიონი
შუახევში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
შუახევში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს და ისაუბრეს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროექტებზე, მათ შორის: -ეკოლოგიურ საკითხებზე, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობაზე, მოხალისე მასწავლებელთა კლუბის შექმნასა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებზე. ომარ ტაკიძემ, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის, მათ მიერ წამოყენებულ იდეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს. სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მიღებული ცოდნა, საბჭოს სხვა წევრებს გაუზიარეს, რომელიც თვითმმართველობებსა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობასა და ეფექტური თანამშრომლობის პრაქტიკების დანერგვას წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)