13:02 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 19:03:07, 1925 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ აშშ ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს

უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული თავგადასავალი ტაივანთან მიმართებით არ არის მხოლოდ ინდივიდუალური უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა, არამედ შეერთებული შტატების მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიის ნაწილია.

"უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ისინი ზუსტად ისევე მოქმედებენ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კონფლიქტის გაღვივებით... კიდევ ერთხელ, შეერთებულმა შტატებმა სცადა მიზანმიმართულად დაესხა ცეცხლზე ნავთი და გაღვივებულიყო სიტუაცია ტაივანში.
ამერიკული თავგადასავალი ტაივანთან მიმართებით არ არის მხოლოდ ინდივიდუალური უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა, არამედ შეერთებული შტატების მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიის ნაწილი, რომ მოახდინოს დესტაბილიზაცია და ქაოტური ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში... ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც საგულდაგულოდ დაგეგმილ პროვოკაციას“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics