14:56 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-27 13:52:06, 928 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო

 

 

თბილისის მერი, კახა კალაძე „ქარის“ ბრენდის სიტროენის ელექტრომანქანის პრეზენტაციას დაესწრო და აღნიშნული ტრანსპორტი თავად გამოსცადა.

 „ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტროტრანსპორტის საზიარო სერვისია, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა.

„ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა ძალიან მაგარი პროექტია. მხედველობაში მაქვს სკუტერები, ელექტრომოტოციკლეტები, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს მათ დაემატა  სიტროენის ელექტრომობილები. მუნიციპალიტეტის მერია ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც  ხელს შეუწყობს. გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან და ვთხოვეთ, რომ მომავალში წარმოდგენილ ტრანსპორტს ველოსიპედებიც დაემატოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კომპანია „ქარის“ საოპერაციო დირექტორმა აღნიშნა, სიტროენ ამის ელექტრო მანქანა არ გამოყოფს გამონაბოლქვს და ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია.

„ერთი თვის წინ სატესტო რეჟიმში გავუშვით ქარის ავტომობილების გაზიარების სერვისი. ამჟამად, სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ჯამში, ქალაქში 60 ელექტროავტომობილია. სიტროენის ამის მოდელი არის ზომაში პატარა, აქვს სიჩქარის ლიმიტი, რაც უსაფრთხოა ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე, მოსახერხებელია ქალაქში პარკირებისთვის“, - განაცხადა ჯუღა სიხარულიძემ.

აღნიშნული მანქანით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, აპლიკაციის ჩამოტვირთვა და რეგისტრაცია. მისი გამოყენების შემდეგ, მანქანის გაჩერება „ქარის“ აპლიკაციის პარკირების ზონებშია შესაძლებელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
ზელენსკის თქმით, ჩინეთმა რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ულტიმატუმი წაუყენა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics