16:04 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 12:32:00, 620 ნახვა

საზოგადოება
დიღმის მასივში ავტოფარეხების ნაცვლად მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.

დიდუბის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა. შემდგომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცის პროექტი მომზადდა და მშენებლობა დაიწყო.

პროექტის მიხედვით, დაიგო დეკორატიული ფილები, ტერიტორია შემოისაზღვრა უსაფრთხოების მოაჯირებით, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში განთავსდა საბავშვო და სპორტული ზონები. ტერიტორიაზე დაიდგა საპარკე ინვენტარი, დაიგო რულონური ბალახი.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული მოსასვენებელი სივრცის მშენებლობა კომპანია „ზმ ჯგუფმა“ განახორციელა. სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 310 000 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics