08:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 10:37:30, 639 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა რუს საოკუპაციო ძალებს რამდენიმე მიმართულებით თავგანწირვით ებრძვის

უკრაინის შეიარაღებული ძალები ივანკოვისა და დიმერის მიდამოებში იბრძვიან და მდინარე ტეტერევის გადასახვევთან შეაჩერეს მტრის ძალები.  - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქის გვერდი იუწყება.

„დღეს ღამით თავდაცვის ძალებმა გააგრძელეს წინააღმდეგობის გაწევა რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი შემტევი ჯგუფებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მტერმა კროპივნიცკის რაიონში მდებარე ქვედანაყოფებზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან  მტრის ძალებთან JFO ზონაში და სევერსკის, სლობოჟანსკის, ტაურიდის მიმართულებებში. - ამის შესახებ ფეისბუქზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები თავგანწირვით ატარებენ თავდაცვით საბრძოლო მოქმედებებს უმაღლესი მტრის ძალებით 4 მიმართულებით - სევერსკი, სლობოჟანსკი, ტავრიჩესკი და OOS.

"ჩვენი მეომრები ძლიერები, მოტივირებულები და ურღვევია. ჩვენი ერი ასევე ძლიერია ერთობაში! გამარჯვება ჩვენი იქნება", - ხაზგასმით აღნიშნა მალიარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics