08:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 22:33:15, 471 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ხალხს - თუ გესმით, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავს ესხმით, გთხოვთ, გადით მოედნებზე

„თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე“, - მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ხალხს.

უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსმა ხალხმა თავიანთ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართოს.

„ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია იმით, რაც ხდება. მათი ნაწილი უკვე სოციალურ ქსელებში აცხადებს, რომ ომის წინააღმდეგები არიან. ჩვენ ამას ვხედავთ, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობა ვერა. ამიტომ, გთხოვთ, თუ ჩვენი გესმით, თუ გესმით, რომ თავს ესხმით დამოუკიდებელ სახელმწიფოს, გთხოვთ, გადით მოედნებზე, მიმართეთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენს მიწაზე ვართ. თქვენ რუსები ხართ. ახლა თქვენმა სამხედროებმა ომი დაიწყეს ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მინდა, რომ წითელ მოედანზე გახვიდეთ, ან თქვენი დედაქალაქის ქუჩებში, მოსკოვში, ან პეტერბურგში, ან რომელიმე დიდ ქალაქში, არა მხოლოდ „ინსტაგრამზე“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics