23:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 16:30:37, 808 ნახვა

მსოფლიო
იტალიის საგარეოს მინისტრი - ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებით, დიპლომატიური გამოსავლის პოვნა სურს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დარწმუნებით თქვა, რომ მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებულ პრობლემის თაობაზე, დიპლომატიური გამოსავლის პოვნა უნდა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ პასუხს ხუთშაბათს გაუგზავნის.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის განცხადებას მიესალმა და იგი პოზიტიურად შეაფასა.

„მინდა გავიმეორო, რომ იტალია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სრულ სუვერენიტეტს, თავისი საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, მხარს მთლიანად უჭერს“, - დასძინა ლუიჯი დი მაიომ.

CNN-ის ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვედრას მალე გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics