13:30 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-06 11:29:25, 644 ნახვა

საზოგადოება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2022 წლის პირველ მარტამდე აიკრძალა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ქურციკის რეინტროდუციის პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით, 2022 წლის 1 მარტამდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქურციკის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.

,,2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის  წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, მიმდინარეობს ქურციკის აღდგენის პროექტი.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის აკრძალვის შესრულებაზე კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს’’.- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ბმული:

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33112?fbclid=IwAR1u8gH1bE0eMTpgCq7zAhK0WInJ_O7uAvQLmvQDNa1Ep9aOva1JfZzv3tI 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics