18:23 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-21 13:27:04, 267 ნახვა

ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?

კონფლიქტის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა - ჩემთვის მამაკაცის მიერ ქალბატონზე ძალადობა არის მიუღებელი! განურჩევლად იმისა, რუსია, უკრაინელია, ქართველია, არგენტინელია თუ ნებისმიერი ეროვნების თუ ეთნიკური წარმოშობის არის ეს ადამიანი - წერტილი! - ამის შესახებ „ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანურად მძიმე სანახავია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა ამ პროცესს წინ.

„ეს არის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა. ადამიანურად ჩემთვის მძიმე სანახავია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ფიზიკურად ძალადობს ქალზე, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა ამ პროცესს წინ. სხვა დანარჩენს გამოძიება დაადგენს და დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. აქ ყველაზე მეტად რაც მიკვირს, არის დუმილი იმ ე.წ. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისა, რომლებიც სხვა შემთხვევაში პირველები გამოხტებიან ხოლმე წინა ხაზზე. ეს კარგად აჩვენებს მათ რეალურ სახეს - ისინი ქალთა უფლებებს კი არ იცავენ, სინამდვილეში რაღაც კონკრეტულ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს იცავენ”, - აღნიშნა მახაშვილმა.

ჟურნალისტმა ლევან მახაშვილს ჰკითხა, შეეცოდა თუ არა ბიჭი, რომელიც ახლა ამ საქმეში ბრალდებულია, რაზეც მან განაცხადა, რომ გამოძიება იტყვის თავის სიტყვას და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი „რა მოხდა და როგორ დაიწყო“.

„გამოძიება იტყვის თავის სიტყვას და საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი რა მოხდა და როგორ დაიწყო.

მაგრამ, განურჩევლად იმისა, რა უძღოდა წინ, ჩემთვის ადამიანურად მძიმე სანახავი და მიუღებელია, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ძალადობს ქალზე.

გაბრაზებული იყო ორივე მხარე.

რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა? ერთი წამით ვინმემ წარმოიდგინოს ამ ადამიანის ნაცვლად საკუთარი მეუღლე, საკუთარი ქალიშვილი, საკუთარი დედა, საკუთარი ნებისმიერი ვინმე”, - განაცხადა მახაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას ლევან მახაშვილმა აღნიშნა, რომ რთული სანახავია როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ქალზე ძალადობს.

„მე ვამბობ, რომ ადამიანურად რთული სანახავია ახალგაზრდა მამაკაცი როდესაც ძალადობს ქალზე - განურჩევლად იმისა, რა ხდებოდა მანამდე.

ჩემთვის მამაკაცის მიერ ქალბატონზე ძალადობა არის მიუღებელი! განურჩევლად იმისა, რუსია, უკრაინელია, ქართველია, არგენტინელია თუ ნებისმიერი ეროვნების თუ ეთნიკური წარმოშობის არის ეს ადამიანი. წერტილი!“, - განაცხადა





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics