13:31 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 13:28:00, 346 ნახვა

საზოგადოება
ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა

ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

„მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში დაემატება ახალი სარეგისტრაციო უბნები.

ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის რეგიონში, სადაც, ჯამში, უკვე დარეგისტრირებულია 23 ათასამდე მევენახე-ფერმერი.

ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics