13:30 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 17:20:16, 696 ნახვა

საზოგადოება
სოფელ აღაიანის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება მალე გაუმჯობესდება

სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის  სამუშაოები გრძელდება.-ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტს მერია ავრცელებს

მათი ცნობით, პროექტით გათვალისწინებული რეზერვუარის, ჭაბურღილის, ჭაბურღილის სათავსის და შენობის,  წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის და  გამანაწილებელი ქსელის, ასევე საქლორატოროსა და დარაჯის შენობის აშენება-მოწყობა და შემოღობვა დასრულებულია.

"პროექტს ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ  გამოაცხადებულ,  ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“.

ამჟამად მიმდინარეობს 150 და 500 მ3 ტევადობის ორი რეზერვუარის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა.

სამუშაოების ღირებულება 2 437 956 ლარია და ფინანსდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ.

მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით ცდილობს მუნიციპალიტეტში მოაგვაროს არსებული პრობლემა. სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა აწუხებდა.   პროექტის დასრულების  შემდეგ  750  ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის  მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ.:-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი მახაშვილი - რაზე ვდავობთ ახლა? - ქალი, როდესაც რუსი არა ხარ, სხვა შემთხვევაში შეიძლება შენზე ძალადობა?
ლიბანის არმია სამხრეთის გათავისუფლებულ ზონებში შედის
იუდიტ პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის შეთავაზება უარყო
უკრაინის პრემიერი: საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მლნ დოლარს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics