20:18 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 12:56:09, 563 ნახვა

საზოგადოება
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სამსახურების ინსტიტუციური განვითარების საკითხები განიხილეს

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის  ძირითადი გამოწვევები და მიღწევები განიხილეს. რეგიონული სამსახურების  წარმომადგენლებმა საქმიანობის მოკლე მომიხილვა თემატურ პრეზენტაციებად  წარადგინეს.  

ღონისძიებაზე მოისმინეს გაეროს განვითარების პროგრამის VET პროექტის რეგიონალური საექსტენციო მხარდაჭერის აქტივობების, მათ შორის მცირე საგრანტო კომპონენტის ეტაპობრივი შედეგები და  სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  FA0-ს  პრეზენტაცია ექსტენციის სტრატეგიის განახლების შესახებ.

სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა  (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ პროექტის, მეორე ფაზის მხარდაჭერით, ასევე შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics