|
2021-06-24 17:40:20, 762 ნახვა
საზოგადოება
GITA - სა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის ტექნოპარკის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოხატავენ სურვილს, გააძლიერონ თანამშრომლობა შიდა ქართლის რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტუდენტებს ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების გზებზე ესაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ კასპის ტექნოპარკი არა მხოლოდ კასპის, არამედ მთლიანად შიდა ქართლის სეგმენტს მოიცავს, როგორც სხვადასხვა აქტივობების, ასევე ტრენინგ-კურსების მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)