10:16 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 10:16:40, 1050 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრის შემთხვევაში, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინა „სინოფარმით" აცრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, მოსახლეობის 60%-ის ორჯერადად აცრის შემთხვევაში, გარე სივრცეში ნიღბების ტარება აღარ იქნება სავალდებულო.

მისივე თქმით, 300-500 ადამიანის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, უდრის ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს.

„აცრების გარეშე და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ გადის ჩვენს ქცევებზე, ყველას გვიკეთია ნიღბები, მივეჩვიეთ, მაგრმა თუ ავიცრებით 2-ჯერ 60% მოსახლეობის, ჩვენ გარეთ მოვიხსნით ნიღაბს, თუ ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. დღეს აცრები წარმოებს 91 სამედიცინო დაწესებულაბაში, დღევანდელი საშუალო გვქონდა 1 200- 1 500 აცრა დღიურად, დღეს იქნება 2 800-მდე ადამიანი უნდა აიცრას, სამივე ვაქცინით ქვეყანაში, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა გვექონდეს 5-6 ათასის ფარლებში, მაშინ წავალთ იმ მიზნისკენ, რაც არის ჯანმრთელი საქართველო, მოსახლეობა, რომ ყოველდღიურად აღარ იყოს კორონავირუსით ადამიანების გარდაცვალება. 300-500 ადამიანის აცრა არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე. გავითავისოთ ეს და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ დავასრულოთ ეს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რუსეთში ნავთობის წარმოება ზედიზედ მეექვსე თვეა მცირდება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics