09:36 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 14:45:44, 768 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მარტში ყოველკვირეულად 70, ხოლო ზაფხულში დაახლოებით 200 ფრენა განხორციელდება

„დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადებით, ზაფხულში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 200 ფრენამდე გაიზრდება. გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში, ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განხორციელდა. მათ შორის, ფრენები განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა", „ფლაი დუბაიმ", „ეარ არაბიამ", ხოლო ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა „თურქეთის ავიახაზები", „პეგასუსი", „ყატარის ავიახაზები"  - ფრენის სიხშირე. მინისტრმა ასევე ისაუბრა ავიაკომპანია „ვიზეარის" მიერ ფრენების განახლების შესახებ. მისი თქმით, მარტის ბოლოდან „ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლებს ფრენებს და  კვირაში 45 რეისს 20 მიმართულებით გეგმავს.

ნათია თურნავას თქმით, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, მარტის ბოლოდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზ ეარ აბუ-დაბი" და ფრენებს შეასრულებს აბუ - დაბი - ქუთაისი - აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით.

მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აზერბაიჯანის ლოუქოსტერის „ბუტა ეარვეისის" მიერ ბაქო - თბილისი - ბაქოს ფრენების დაწყების შესახებ. ასევე განახლდება ფრენები ყაზახეთთან ყაზახური ავიაკომპანიების მიერ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics